თავში

40 კრეატიული იდეა, რომელიც ლოქდაუნის გადატანაში დაგეხმარებათ

40 კრეატიული იდეა, რომელიც ლოქდაუნის გადატანაში დაგეხმარებათ
40 კრეატიული იდეა, რომელიც ლოქდაუნის გადატანაში დაგეხმარებათ

კორონავირუსის პანდემიამ ყოველდღიური რუტინა კიდევ უფრო გაუსაძლისი და აუტანელი გახადა. ფსიქოლოგები გვირჩევენ, ლოქდაუნის დროს ჩვენს ცხოვრებას რაც შეიძლება მეტი სიახლე და კრეატივი შევძინოთ.

გიზიარებთ რამდენიმე კრეატიულ იდეას, რომლის განხორციელებასაც ლოქდაუნში შეძლებთ:

1. დაწერეთ ლექსი ან მოთხრობა. 

2. ჩართეთ ფილმი ან სერიალი და გამორთეთ ტელევიზორის ხმა. ეცადეთ ფილმის პერსონაჟები თავად გაახმოვანოთ. ეს შესაძლოა ერთგვარ ოჯახურ თამაშადაც კი იქცეს.

3. შექმენით და ჩამოაყალიბეთ ბიზნეს გეგმა, რომლის განხორციელებაზეც მრავალი წლის განმავლობაში გიოცნებიათ.

4. შეავსეთ კროსვორდები.

5. დაკავდით სპორტით ყოველდღე.

6. დაიწყეთ ბლოგის წერა.

7. გამოყავით დრო რომელიმე მუსიკალური ინსტრუმენტის შესასწავლად.

8. ივარჯიშეთ სწრაფად ბეჭდვაში. სამომავლოდ, ეს თქვენს სამუშაოს აუცილებლად სასიკეთოდ წაადგება.

9. ჩამოტვირთეთ Duolingo და შეისწავლეთ რომელიმე უცხო ენა.

10. წაიკითხეთ წიგნები.

11. დაიწყეთ მედიტაცია.

12. დაკავდით იოგით.

13. გამოყავით დრო თავის მოვლისათვის. შეგიძლიათ სცადოთ კორეული 10-საფეხურიანი თავის მოვლის რუტინაც.

14. გადაახარისხეთ ფოტოსურათები.

15. ჩაერთეთ კულინარიულ გამოწვევებში.

16. ივარჯიშეთ კალიგრაფიაში.

17. გადაახარისხეთ ტანისამოსი.

18. ისწავლეთ ქსოვა. 

19. ივარჯიშეთ ხატვაში.

20. მიიღეთ ქაფიანი აბაზანა.

21. ისწავლეთ კოქტეილების დამზადება.

22. შეეცადეთ, საჭირო ნივთები  DIY ვიდეოების დახმარებით თავად დაამზადოთ.

23. ისწავლეთ რამდენიმე წინადადება ლათინურად.

24. შეადგინეთ სიები, რისთვისაც მადლიერი ხართ.

25. დაგეგმეთ ფინანსები.

26. დაწერეთ თეატრალური პიესა.

27. შეადგინეთ ყველა მუზეუმის, სპორტული ღონისძიებასა და კონცერტის სია, სადაც წავლაზე ოცნებობთ.

28. ითამაშეთ კარტი, ნარდი, დომინო, ჭადრაკი ან სხვა სამაგიდო თამაში, რომელიც სახლში მოგეპოვებათ.

29. ისწავლეთ ფოკუსების კეთება.

30. ისწავლეთ ახალი ცეკვები Youtube-ის დახმარებით.

31. ააწყვეთ ლეგო.

32. ისწავლეთ რეპი.

33. ივარჯიშეთ მარცხენა ხელით წერაში. (თუ ცაცია ხართ, მარჯვენა ხელი გაავარჯიშეთ).

34. ისწავლეთ ორიგამი. გაუკეთეთ საჩუქრები თქვენს ახლობლებს.

35. დაკავდით მცენარეების მოვლით.

36. დაწერეთ სიმღერა.

37. დაეხმარეთ გაჭირვებულ ადამიანს.

38. ისწავლეთ სუნთქვის ტექნიკა.

39. საკმარისად გამოიძინეთ.

40. რაც შეიძლება ხშირად გაიღიმეთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system