თავში

50 მილიონი დოლარი გეიზე გათხოვებისა და პროსტიტუციისთვის - მოდელის სკანდალური ინტერვიუ

50 მილიონი დოლარი გეიზე გათხოვებისა და პროსტ
50 მილიონი დოლარი გეიზე გათხოვებისა და პროსტიტუციისთვის - მოდელის სკანდალური ინტერვიუ
© @krista_m_arie

26 წლის ამერიკელი კრისტა შიფმანი ვაშინგტონიდან თავს წარმატებულ მოდელად თვლის. მან სამხედრო ჰოსპიტალში სამსახური მიატოვა და სოციალურ ქსელ OnlyFans-ში ანგარიში გახსნა, სადაც აუდიტორიას პირადულ ფოტოებს უზიარებს.

გამოცემა Daily Star-თან ინტერვიუში მან ისაუბრა ყველაზე უცნაურ შემოთავაზებებზე, რომლებიც 2020 წლის სექტემბრიდან მიიღო.

კრისტას თქმით, ყველაზე ბანალური რომანტიკულ პაემნებზე დაპატიჟებაა, თანაც შეხვედრას მას ორივე სქესის წარმომადგენლები სთხოვენ და მზად არიან, ამისთვის ფული არ დაიშურონ.

ერთხელაც კი მამაკაცმა ერთი კვირის განმავლობაში მის სახლში ცხოვრების სანაცვლოდ 70 დოლარი შესთავაზა. თუმცა კრისტამ ჩათვალა, რომ ეს პროსტიტუციის შემოთავაზება იყო, ამიტომ მთხოვნელი უარით გაისტუმრა.

კიდევ ერთმა მამაკაცმა, რომელიც ჰომოსექსუალი იყო, შესთავაზა, ცოლად გაყოლოდა, სანაცვლოდ კი 50 მილიონ დოლარს მიიღებდა.

"ამასთან, მე უფლება მქონდა, შევხვედროდი და სექსუალური ურთიერთობა მქონოდა, ვისთანაც მინდოდა. ერთადერთი აკრძალვა ის იყო, რომ მის სახლში უცხო პირები არ უნდა მიმეყვანა", - განაცხადა მოდელმა.

კრისტას თქმით, მას ბევრი ისეთი გამომწერი ჰყავს, რომლებიც დიდ თანხას მასთან უბრალოდ საუბარში იხდიან.

"მათ უბრალოდ სჭირდებათ ვინმე, ვინც მოუსმენს და არ განსჯის", - განაცხადა კრისტამ.

მოდელი ამბობს, რომ ყველაზე ძვირადღირებულ საჩუქრებს კი ინტიმური ფოტოებისთვის იღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system