თავში

6 მითი კორონავირუსის შესახებ

6 მითი კორონავირუსის შესახებ
6 მითი კორონავირუსის შესახებ

მსოფლიო ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიამ მოიცვა. ვირუსი მსოფლიოს გარშემო სულ უფრო სწრაფად და ფართოდ ვრცელდება. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ COVID-19-ის ვაქცინა შექმნილი ამ დრომდე არ არის და მეცნიერები მის ტესტირებაზე ჯერ კიდევ მუშაობენ. შედეგად, საზოგადოებაში ბევრი მითი ვრცელდება იმის თაობაზე, თუ როგორ ვერბრძოლოთ კორონავირუსს. BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სწორედ ამ მითებზეა საუბარი.

1. ნიორი

სოციალურ ქსელებში უამრავი პოსტი ვრცელდება იმის შესახებ, თითქოს ნივრის ჭამა კორონავირუსის ინფექციას თავიდან აგარიდებთ და მისგან დაგიცავთ. 

ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ნიორს მართლაც აქვს ანტიმიკრობული თვისებები, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ნივრის ჭამა ადამიანს ახალი ტიპის კოროვირუსისგან დაიცავს.

ხშირ შემთხვევაში, ნიორი თავისთავად საზიანო არ არის, თუმცა დიდი ოდენობით მისი მისმა მიღებამ შესაძლოა ორგანიზმის გაღიზიანება გამოიწვიოს. ჩინეთის მედია საშუალება Morning Post-ის ცნობით, ქალი, რომელმაც 1.5 კგ ნედლი ნიორი შეჭამა ყელის ძლიერი ანთებით საავადმყოფოში მოხვდა.

2. "სასწაულმოქმედი მინერალი"

ცნობილმა იუთუბერმა ჯორდან სატერმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აცხადებს, რომ "სასწაულმოქმედ მინერალურ დანამატს", რომელსაც MMS უწოდებს, კორონავირუსის დამარცხება შეუძლია.

BBC-ის ცნობით, აღნიშნული ნივთიერება ქლორის დიოქსიდს შეიცავს. სატერი ამ ნივთიერებას რეკლამირებას კოროვირუსული დაავადების დაწყებამდეც უწყობდა ხელს და აცხადებდა, რომ იგი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაცაა. 

გასულ წელს აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) სპეციალური გააფრთხილება გამოსცა და საზოგადოებას MMS-ის ჯანმრთელობისთვის საშიში თვისებების შესახებ აუწყა. ამის შესახებ საგანგებო განცხადებება გაავრცელეს სხვა ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროებმაც. FDA-ის ცნობით MMS-ის მიღებამ შესაძლოა გულისრევა, ღებინება, დიარეა და ძლიერი გაუწყლოების სიმპტომები გამოიწვიოს.

3. სახლში დამზადებული სადეზინფექციო ხსნარი

ბევრჯერ აღინიშნა, რომ ჰიგიენის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა კორონავირუსის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა. მასში შედის ხელის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებაც.

გამომდინარე იქედან, რომ სადეზინფექსიო ხსნარი დეფიციტშია და მისი შოვნა გართულდა, სოციალურ ქსელში გავრცელდება ბევრი მეთოდი, რომელიც გვასწავლის როგორ დავამზადოთ გელი სახლის პირობებში. თუმცა ეს რეცეპტები, მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნივთების სადეზინფექციო საშუალებად გამოდგება და მისი კანზე გამოსაყენება რეკომენდირებული არ არის.

4. კოლოიდური ვერცხლი

ვერცხლის კოლოიდური ხსნარი - ეს არის ვერცხლის წვრილი ნაწილაკები რომლის ზომაც 1 ნანომეტრი ანი რამდენიმე მიკრომეტრია. ვერცხლის სითხე არის ბუნებრივი უძლიერესი ანტიბიოტიკი. ის გაცილებით ძლიერმოქმედი და ეფექტურია იმ ანტიბიოტიკებთან შედარებით, რომლებსაც ტრადიციულ მედიცინაში იყენებენ. 

თუმცა, კორონავირუსის წინააღმდეგ მისი დადებითი თვისებები დამტკიცებული არ არის. ამასთან, მისი მიღება განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს და მისმა არასწორმა მოხმარებამ შესაძლოა მძიმე გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს.

5. ყოველ 15 წუთში წყლის დალევა 

სოციალურ ქსელებში ვრცელდება დიდი რაოდენობით პოსტები, რომლის თანახმადაც, ე.წ. "იაპონელი ექიმის" რჩევით ყოველ 15 წუთში წყლის დალევა კორონავირუსისგან დაგიცავთ. რა თქმა უნდა, სიმართლეს არც აღნიშნული რჩევა შეესაბამება. თუმცა, ორგანიზმისთვის წყლის მიღება მართლაც სასარგებლოა.

6. მიიღეთ ცხელი სითხე და თავი შეიკავეთ ცივი სასმელებისგან

ყველაზე გავრცელებული მითია, რომ კორონავირუსი მაღალ ტემპერატურას ვერ უძლებს და ცხელი სასმლის მიღებით ვირუსს მოვკლავთ. აღნიშნული გაუგებრობა UNICEF-ის სახელით, ყალბი ექაუნთით ცრუ ინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით, UNICEF-მა ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომლითაც აღნიშნული ცნობები უარყო. 

მართალია COVID-19 სიცხეს ვერ უძლებს, თუმცა ამ დროისთვის არ არსებობს მეცნიერულად დადასტურებული ინფორმაცია, თუ რამდენ გრადუსზე კვდება ახალი ტიპის კორონავირუსი. 

მას შემდეგ, რაც ვირუსი ჩვენს ორგანიზმში მოხვდება, ცხელი სითხით მისი მოკვლა შეუძლებელია და ვინაიდან, ამ დროისათვის ვაქცინა არ არსებობს, ყველაფერი მხოლოდ ჩვენს ორგანიზმზეა დამოკიდებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system