თავში

6 თვის კოალამ დედა ოპერაციის დროს არ მიატოვა - PHOTO

6 თვის კოალამ დედა ოპერაციის დროს არ მიატოვა - PHOTO
6 თვის კოალამ დედა ოპერაციის დროს არ მიატოვა - PHOTO

"მე არ მიგატოვებ, დედა! ასე გამოიყურება სიყვარული" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას weloveanimals.me. ისტორია დედა -შვილ კოალებზეა. ორი კვირის წინ კოალა ლიზის და მის შვილს ფანტომს მანქანა დაეჯახა. ცხოველები ავსტრალიის ზოოპარკის ვეტკლინიკაში გადაიყვანეს. 6 თვის პატარას დაზიანებები ჰქონდა თუმცა მისი გამოჯანმრთელება ვეტექიმებმა მალევე შეძლეს. რთული იყო კოალა ლიზის მდგომარეობა, რომელმაც ფილტვების და სახის ტრავმა მიიღო. მას ურთულესი ოპერაციები ჩაუტარდა. მთელი იმ ხნის განმავლობაში პატარა ფანტომი დედას არ მოშორებია. 

ამჟამად ლიზი კვლავ ავსტრალიის ზოოპარკის ვეტკლინიკაში რჩება. ვეტექიმები მის მკურნალობას განაგრძობენ. მის პალატაში იმყოფება ფანტომიც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system