თავში

6200 წლის წინანდელი მასობრივი მკვლელობის ფაქტები აღმოაჩინეს

6200 წლის წინანდელი მასობრივი მკვლელობის ფაქტები აღმოაჩინეს
6200 წლის წინანდელი მასობრივი მკვლელობის ფაქტები აღმოაჩინეს

ევროპაში, თანამედროვე ხორვატიის ტერიტორიაზე, ანთროპოლოგებმა ნეოლითის ეპოქის მასობრივი მკვლელობის ფაქტებს მიაგნეს. 41 ადამიანი 6200 წლის წინ მოკლეს.

ადამიანების ნეშტი საერთო სამარხში იყო მოთავსებული. სპეციალისტების გაცხადებით ისინი შუა ნეოლითის ეპოქის ლუჟიცის კულტურის წარმომადგენლები იყვნენ (ბრინჯაოსა და ადრეული რკინის ხანების არქეოლოგიური კულტურა ძველი წელთაღრიცხვით XII —IV საუკუნეებში).

სამარხში აღმოჩენილი მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების თავის ქალების ანალიზისას დადგინდა, რომ ისინი უკნიდან თავში ძლიერი სხეულის ჩარტყმით გარდაიცვალნენ. მათი ასაკის დადგენა რადიონახშირბადული დათარიღების მეთოდის გამოყენებით მოხდა.

კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ დახოცილი ადამიანები საკვებისა და სასმელის ნაკლებობას განიცდიდნენ. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მათ საცხოვრებელ არეალში ადამიანების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, საჭმელი და წყალი ყველასთვის საკმარისი არ იყო ისინი ამის გამო დახოცეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system