თავში

7 წარმატებული ქალი, რომლებმაც კარიერა 40 წლის ასაკში დაიწყეს

7 წარმატებული ქალი, რომლებმაც კარიერა 40 წლის ასაკში დაიწყეს
7 წარმატებული ქალი, რომლებმაც კარიერა 40 წლის ასაკში დაიწყეს

მრავალი სტერეოტიპი არსებობს წარმატებული ქალებისა და წარმატების მისაღწევად შესაფერისი ასაკის შესახებ. გთავაზობთ იმ ქალების ჩამონათვალს, რომლებმაც ყველანაირი ჩარჩოები დაამსხვრიეს, არ დანებდნენ და წარმატებას 40 წლის შემდეგ მიაღწიეს.

ეტემ დე უაილდი

რეჟისორმა ოტემ დე უაილდმა ყველა აალაპარაკა, როდესაც მისმა კინონამუშევარმა, სახელწოდებით Emma, რომელშიც მთავარ როლს  ანია ტეილორ-ჯოი ასრულებს, 2021 წელს ოსკარის ორი ნომინაცია მოიპოვა. ეს რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარია, რომელიც მან 49 წლის ასაკში გადაიღო. რეჟისორობამდე უაილდი ფოტოგრაფიით იყო გატაცებული.  

ვერა ვონგი

ვერა ვონგმა მოდის დიზაინერის კარიერა 40 წლის ასაკში დაიწყო. მანამდე, ექვსი წლის ასაკიდან იგი ფიგურული სრიალით იყო დაკავებული. ვერა მონაწილეობას იღებდა ეროვნულ შეჯიბრებებში. ჩვიდმეტი წლის განმავლობაში ვონგი Vogue-ში რედაქტორადაც მუშაობდა.  მხოლოდ 1990 წელს ვონგმა საბოლოოდ გახსნა საკუთარი ბუტიკი, სადაც გამოფენილი იყო მისი საქორწილო კაბები. ბრენდი სწრაფად გახდა წარმატებული, შერონ სტოუნი, უმა თურმანი, ჯენიფერ ლოპესი, ივანკა ტრამპი, მერაია ქერი და სხვა ამერიკელმა ცნობილმა სახეებმა ვონგის საქორწილო კაბები მოირგეს.

ანა მერი რობერტსონ მოზესი

ანა მერი რობერტსონი, იგივე ბებია მოზესი 78 წლის იყო, როცა მისი ხელოვნების შესახებ ყველამ შეიტყო. ჩვეულებრივი დიასახლისი მთელი ცხოვრების განმავლობაში იყო გატაცებული ხელსაქმით, თუმცა ფუნჯებით ხატვაზე ართრიტის გამო გადაერთო.1939 წელს ნაივურ სტილში შესრულებული ნამუშევრები "თანამედროვე უცნობი ამერიკელი მხატვრების" გამოფენაზე მოხვდა, ერთი წლის შემდეგ კი მას ინდივიდუალური გამოფენა მოუწყვეს.ბებია მოზესმა 1500-ზე მეტი ნამუშევარი დაგვიტოვა და თითოეული მათგანი იდილიურ ცხოვრებას გადმოგვცემს

რუთ ფლაუერზი

ბრიტანელი რუთ ფლაუერსის ცხოვრება ქმრის გარდაცვალების შემდეგ შეიცვალა. რუთი 68 წლის იყო როდესაც დიჯეის კარიერას მიჰყო ხელი. დღეისათვის იგი Mammy Rock-ის სახელით არის ცნობილი. 

ანაბელ დევისი

60 წლის ასაკში პენსიაზე გასვლის შემდეგ, ანაბელ დევისმა გადაწყვიტა თავისი დიდი ხნის ოცნება განეხორციელებინა. მას მსახიობობადა მოდელობა ბავშვობიდან სურდა. დევისმა სამსახიობო კარიერა  სტუდენტური ფილმებით დაიწყო, იგი ფილმებში უფასოდ მონაწილეობდა. ამასთანავე, რამდენიმე თვეში მან წარმატებული მოდელის კარიერად დაიწყო.

ჯულია ჩაილდი

ამერიკელი გურმანი მზარეული, ავტორი, ტელეწამყვანი, რომელმაც ფრანგული სამზარეულო და კერძების მომზადების ტექნიკა გააცნო ამერიკის მასებს მისი მრავალრიცხოვანი რეცეპტების წიგნებისა და სატელევიზიო პროგრამების მეშვეობით. იგი კულინარიით 36 წლის ასაკში დაინტერესდა, ხოლო საკუთარი კულინარიული შოუ 40 წლის ასაკში წამოიწყო.

ლორა ინგალს უაილდერი

ლორა ინგალს უაილდერი ცნობილია, როგორც "პატარა სახლის" საბავშვო წიგნების სერიის ავტორი. პირველი წიგნი მან 1932 წელს გამოაქვეყნა, როდესაც 65 წლის იყო. ავტობიოგრაფიული მოთხრობების ციკლმა უაილდერი ამერიკული საბავშვო ლიტერატურის კლასიკად აქცია, მოგვიანებით კი საფუძველი ჩაუყარა ამავე სახელწოდების სატელევიზიო შოუს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system