თავში

7 წლიანი ლოდინის შემდეგ, ცნობილი ფოტოს გმირებს ვაჟი შეეძინათ - PHOTO

7 წლიანი ლოდინის შემდეგ, ცნობილი ფოტოს გმირებს ვაჟი შეეძინათ - PHOTO
7 წლიანი ლოდინის შემდეგ, ცნობილი ფოტოს გმირებს ვაჟი შეეძინათ - PHOTO

წყვილს, რომელთა ფოტოც სოციალურ ქსელში დიდი ხნის განმავლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, 7 წლიანი ლოდინის შემდეგ ნანატრი შვილი ეყოლა. 

„დაიბადა ჩვენი პრინცი იოანე, მადლობა ღმერთს ამ დიდი ბედნიერებისთვის”, – წერს ახალშობილის დედა მერი მელაძე სოციალურ ქსელში.

ფოტო, წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძართან 2 წლის წინ გადაიღეს. ცოლ-ქმარი მერი მელაძე და თორნიკე სულაკაძე ტაძრის მოსალოცად იმყოფებოდნენ, როდესაც მათ ფოტოგრაფმა ფოტო გადაუღო, მოგვიანებით ეს ფოტო სოციალურ ქსელში მოხვდა. 

ცნობისთვის, უძველესი ტრადიციის მიხედვით წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძართან უშვილო წყვილები ხშირად მიდიან. მათ თან პატარა, ლამაზად მორთული აკვნები მიაქვთ, ზოგს აკვანში თოჯინაც კი ჰყავს.  „წაჩხურობას“ სპეციალური წირვა უშვილოებისთვის ტარდება და მათ ლოცვებში იხსენიებენ, წყვილები ეზიარებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system