თავში

8 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ლაბორატორიული კვლევის შემდეგ დადგინდება

8 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ლაბორატორიული კვლევის შემდეგ დადგი
8 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ლაბორატორიული კვლევის შემდეგ დადგინდება

თბილისში გუშინ გარდაცვლილ 8 წლის ბავშვს, შესაძლოა, ე.წ. ღორის გრიპი სჭირდა, თუმცა ამას ლაბორატორიული დადასტურება სჭირდება. ამის შესახებ კლინიკის ექიმმა თამარ გაბრიჩიძემ განაცხადა. მისი თქმით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, 2-3 დღეში გახდება ცნობილი. 

"ბავშვის მდგომარეობა კლინიკაში შესვლიდან ექვს საათში დამძიმდა. დაავადების დიაგნოზი იყო პნევმონია. ცხელებით მიმდინარეობდა დაავადება და პნევმონია განვითარდა. ჩვენ ის მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ. ფაქტობრივად, ერთ კვირას იბრძოდა ექიმთა გუნდი. დიაგნოსტირება ჯერჯერობით საბოლოო არ ხდება, რადგან ვირუსოლოგიური და ბაქტერიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს, აღებულია მასალები და საბოლოო დიაგნოზი ალბათ 2-3 დღეში გვეცოდინება", - განაცხადა თამარ გაბრიჩიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system