თავში

ადამიანი, შესაძლოა, შხამიანი არსება ყოფილიყო

ადამიანი, შესაძლოა, შხამიანი არსება ყოფილიყო
ადამიანი, შესაძლოა, შხამიანი არსება ყოფილიყო

ძუძუმწოვრები, მათ შორის ადამიანები ევოლუციის გარკვეულ ეტაპზე, შესაძლოა, შხამიანები გამხდარიყვნენ. ამის შესახებ ოკინავას სამაგისტრო მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტის (OIST), ასევე ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს.

მეცნიერების თქმით, ადამიანი შხამიანი არ არის, მაგრამ ეს, შესაძლოა, ასე არ ყოფილიყო. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ პირის ღრუში შხამის განვითარების გენი ქვეწარმავლებსა და ძუძუმწოვრებში, ერთნაირადაა წარმოდგენილი, თუმცა ქვეწარმავლებისგან განსხვავებით ძუძუმწოვრებში გააქტიურებული არ არის.  კვლევაში ნაჩვენებია პირველი კონკრეტული მტკიცებულება მოლეკულური კავშირის შესახებ გველების შხამიან ჯირკვლებსა და ძუძუმწოვრების სანერწყვე ჯირკვლებს შორის.

ავსტრალიელი მეცნიერები თვლიან, რომ მათი აღმოჩენა შლის ზღვარს შხამიან და არა შხამიან სახეობებს შორის და მათი თქმით, თუკი სათანადო გარემო პირობები იქნებოდა, ადამიანებიც შესაძლოა შხამიანები ყოფილიყვნენ.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system