თავში

ადამიანის ბედნიერება გენეტიკაზეა დამოკიდებული - კვლევა

ადამიანის ბედნიერება გენეტიკაზეა დამოკიდებული - კვლევა
ადამიანის ბედნიერება გენეტიკაზეა დამოკიდებული - კვლევა

ფსიქოლოგების დასკვნით ადამიანების ბედნიერებაზე გავლენას გენები, გარემო პირობები და გარშემომყოფი ადამიანები ახდენენ. თუმცა, სამეცნიერო გამოცემა ScienceAlert-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად შეუძლია ადამიანს საკუთარი მსოფლმხედველობის შეცვლა. 

ფსიქოლოგიური კვლევის თანახმად, ადამიანებში ბედნიერება 50%-ით გენეტიკაზეა დამოკიდებული, 10%-ით გარემოებებზე და 40% იმაზე, თუ რამდენად პოზიტიურად არის განწყობილი იგი.  

მრავალი წლის განმავლობაში, მეცნიერები კვლევებს ტყუპებზე ატარებდნენ და დაადგინეს, რომ მათი ბედნიერების დონის განსხვავების 40-დან 50%-მდე გენეტიკითაა განპირობებული. ბოლო კვლევის მიხედვით, არა მხოლოდ გენები მოქმედებს ადამიანის ბედნიერებაზე, არამედ გარემოზეც.

მეცნიერებმა ასევე დაამტკიცეს, რომ  ერთსა და იმავე გარემოში აღზრდილ ორ ადამიანს მისი აღქმა სხვადასხვა გზით შეუძლია.

რაც მთავარია, უმეტეს წილად, ბედნიერებას მაინც ის განაპირობებს რამდენად შეუძლია პიროვნებას შეცვალოს თავისი აზრები და დამოკიდებულებები. ფსიქოლოგების თქმით, ყველა ადამიანს შეუძლია იყოს ბედნიერი და ეს მათ არჩევანზეა დამოკიდებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system