თავში

ადამიანის კანზე 100-ზე მეტი ახალი ბაქტერია და სოკო აღმოაჩინეს

ადამიანის კანზე 100-ზე მეტი ახალი ბაქტერია და სოკო აღმოაჩინეს
ადამიანის კანზე 100-ზე მეტი ახალი ბაქტერია და სოკო აღმოაჩინეს

ადამიანის გენომის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის, ევროპის ბიოინფორმატიკის ინსტიტუტისა და რობერტ კოხის ინსტიტუტის მეცნიერებმა ადამიანის კანის უკეთ შესწავლის მიზნით კვლევა ჩაატარეს. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ Nature Microbiology წერს.

მეცნიერთა ჯგუფმა ბაქტერიების 174 ახალი სახეობა აღმოაჩინა, მათ შორის,  4 ევკარიოტული სახეობა და 20 აქამდე უცნობი გიგანტური ბაქტერიოფაგები. 

ექსპერიმენტში  12 ზრდასრული მოხალისე მონაწილეობდა, რომლებსაც კანის ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ. მეცნიერებმა მათი კანიდან 594 ნაცხი აიღეს.  

ტრადიციული ლაბორატორიული მეთოდის გამოყენებით, მეტაგენომიური თანმიმდევრობით, მკვლევარებმა  ადამიანის კანის მიკრობული გენომის გაფართოებული სურათი შექმნეს.

ექსპერიმენტის შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანის კანზე მრავალი  გიგანტური ბაქტერიოფაგი იმალება  ახალი ტიპის ბაქტერიების, ვირუსების და სოკოების უმეტესობა ხელებსა და ფეხებზეა. მეცნიერები ამას იმით ხსნიან, რომ ადამიანების კიდურები ყველაზე ხშირად ურთიერთობენ გარემოსთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system