თავში

აფრიკელი პასტორი, რომელიც მრევლს სახეზე აჯდება და ჰაერს აფუჭებს

აფრიკელი პასტორი, რომელიც მრევლს სახეზე აჯდება და ჰაერს აფუჭებს
აფრიკელი პასტორი, რომელიც მრევლს სახეზე აჯდება და ჰაერს აფუჭებს

სამხრეთ აფრიკელი პასტორი, ქრისტ პენელოპე თვლის, რომ მან ეფექტური გზა იპოვა მრევლის ფსიქიკური და ფიზიკური დაავადებებისგან განსაკურნებლად. ის მათ სახეებზე აჯდება და ჰაერს აფუჭებს, რითაც, მისი და მისი მრევლის რწმენით, "პაციენტისგან" ბოროტებას განდევნის და მას ფიზიკურად აჯანსაღებს.

მრევლს სჯერა, რომ ქრის პენელოპე, ქრისტეს მსგავსად არასტანდარტული მკურნალობის პრაქტიკას ეწევა. უამრავი ადამიანი მასთან შეხვედრისთვის რიგში დგება და ზოგიერთი პასტორის გაზებსაც კი აგროვებს. 

უნდა აღინიშნოს, რომ არიან ისეთებიც, ვისაც არ მოსწონს ეშმაკების განდევნის ეს „ინოვაციური“ მეთოდი.  სხვა სასულიერო პირებს ძალიან არ მოსწონთ ეს პრაქტიკა და პენელოპეს ხშირად აკრიტიკებენ. 

"ეს არასწორია. ღმერთს არსად უთქვამს, რომ დააჯექი ხალხს და ისინი განიკურნებიან.  სასულიერო პირებმა უნდა იქადაგონ ის, რაც ბიბლიაშია და არა ის, რასაც ფიქრობენ," - ამბობენ სხვა პასტორები.

კრიტიკოსებს გაზეთ Drum-თან ინტერვიუში პასტორი პენელოპე პასუხობს, რომ ის თავისი მრევლის თავზე ჰაერს არ აფუჭებს, ის მათ კურნავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system