თავში

აღმოაჩენილია პლანეტა, რომელზეც წელიწადი 16 საათს გრძელდება

აღმოაჩენილია პლანეტა, რომელზეც წელიწადი 16 საათს გრძელდება
აღმოაჩენილია პლანეტა, რომელზეც წელიწადი 16 საათს გრძელდება

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი პლანეტა, რომელიც თავის ვარსკვლავის გარშემო შემობრუნებას სულ რაღაც 16 საათს ანდომებს. ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა Hi-tech იუწყება.

პლანეტის სახელწოდებაა TOI-2109b. იგი საკუთარ ვარსკვლავთან  დაახლოებით 2,4 მილიონი კმ მანძილით არის დაშორებული. 

ეგზოპლანეტა დედამიწიდან დაახლოებით 855 სინათლის წლის მანძილზეა. მისი 16-საათიანი ორბიტალური პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე მოკლეა, რაც მეცნიერებს ოდესმე შეხვედრიათ. ვარსკვლავთან სიახლოვის გამო მისი ზედაპირი ძალიან ცხელია და იგი სუპერცხელი იუპიტერების ტიპს მიეკუთვნება.

მზის სისტემაში ვარსკვლავთან უახლოესი პლანეტა მერკურია. ის მზის გარშემო ბრუნავს სულ რაღაც 88 დღეში, საშუალო სიჩქარით 47 კმ/წმ, ხოლო ვარსკვლავამდე მანძილი მხოლოდ 58 მილიონი კმ-ია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system