თავში

აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა, სადაც წელიწადი 8 საათს გრძელდება

აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა, სადაც წელიწადი 8 საათს გრძელდება
აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა, სადაც წელიწადი 8 საათს გრძელდება

გერმანიის ავიაციისა და კოსმოსური ცენტრის ასტრონომებმა  ეგზოპლანეტა GJ 367b აღმოაჩინეს, რომელიც მზიდან 31 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ამის შესახებ გამოცემა Space იუწყება.

GJ 367b  დედამიწის ზომის დაახლოებით 70%-ს შეადგენს და ჩვენი პლანეტის მასის 55%-ის წონაა, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე მსუბუქ ეგზოპლანეტად აქცევს.

დღის განმავლობაში პლანეტის ზედაპირზე ტემპერატურამ შეიძლება 1500 გრადუს ცელსიუსს მიაღწიოს. 

GJ 367b-ზე ერთი წელი 7,7 საათს გრძელდება.

პლანეტა  NASA-ს Transiting Exoplanet Survey Satellite-ის ტელესკოპის წყალობით აღმოაჩინეს, რომელიც ორბიტაზე 2018 წელს გაეშვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system