თავში

ალკოჰოლიზმის სამკურნალო აბი COVID-19-ის წინააღმდეგ ეფექტური აღმოჩნდა

ალკოჰოლიზმის სამკურნალო აბი COVID-19-ის წინააღმდეგ ეფექტური აღმოჩნდა
ალკოჰოლიზმის სამკურნალო აბი COVID-19-ის წინააღმდეგ ეფექტური აღმოჩნდა

ალკოჰოლზე დამოკიდებული პირების სამკურნალო მედიკამენტი, შესაძლოა, COVID-19-ის წინააღმდეგ გამოიყენონ. ამის შესახებ Report.ge ჰარვარდის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს. 

გამოცემის ცნობით, პრეპარატის მიღებამ, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში მწვავე სიმპტომების განვითარებისა და სიკვდილიანობის ალბათობა შეამციროს.

ამას გარდა, რეტროსპექტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ის პირები, ვინც ამ პრეპარატს იღებდნენ, კორონავირუსით იშვიათად ინფიცირდებოდნენ.

კვლევაში სულ 944,127 ადამიანი მონაწილეობდა. მათგან 2,233 ალკოჰოლიზმის სამკურნალო მედიკამენტს იღებდა. მონაცემთა ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ იმ პირებში, რომლებიც აბს იღებდნენ, კორონავირუსით ინფიცირების ალბათობა 34%-ით შემცირდა, ხოლო კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ნულს გაუტოლდა.

მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ მიღებული შედეგები ჯერ მხოლოდ წინასწარი ვარაუდია და კლინიკურ კვლევებს მოითხოვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system