თავში

ამ მცენარის ექსტრაქტი კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური აღმოჩნდა

​ამ მცენარის ექსტრაქტი კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური აღმოჩნდა
ამ მცენარის ექსტრაქტი კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური აღმოჩნდა

კოპენჰაგენის უნივერსიტეტისა და გერმანიის მაქს პლანკის კოლოიდებისა და ინტერფეისების ინსტიტუტის მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ არტემიზინინი, რომელსაც აბზინდა შეიცავს, კორონავირუსის საწინააღმდეგო მკურნალობაში ეფექტურია.

”ჩვენი კვლევაში, ჩვენ ვადასტურებთ, რომ არტემიზინინის შემცველი მკურნალობა ეფექტურია დანიასა და გერმანიაში გავრცელებული SARS-CoV-2-ის ორი ევროპული შტამის შემთხვევაში, რომელიც SARS-CoV-2 სხვა შტამების უმეტესობასთან უფრო მჭიდრო კავშირშია", - აღნიშნულია კვლევაში.

სტატიის ავტორებმა ასევე დაამატეს, რომ არტემიზინინზე დაფუძნებული პრეპარატები არა მხოლოდ უსაფრთხოა, არამედ "შედარებით დაბალ ფასში მსოფლიოში გავრცელებისთვის არის ხელმისაწვდომი".

ამ დროისთვის არტემიზინინი და მისგან წარმოქმნილი ნივთიერებები ტროპიკული მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატის კომპონენტებს წარმოადგენს.

უახლოეს მომავალში სტატიის ავტორები კლინიკურ კვლევებს დაიწყებენ, რათა არტემიზინინის შემცველი პრეპარატები COVID-19-ის საწინააღმდეგო მკურნალობაში გამოიყენონ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system