თავში

ამ პატიოსან კაცს უმადლოდე შენს გადარჩენას - გურამ დოჩანაშვილისა და ოტია იოსელიანის უცნობი ისტორია

ამ პატიოსან კაცს უმადლოდე შენს გადალიანის უცნობი ისტორია
ამ პატიოსან კაცს უმადლოდე შენს გადარჩენას - გურამ დოჩანაშვილისა და ოტია იოსელიანის უცნობი ისტორია

ორი დიდი ქართველი მწერლის, გურამ დოჩანაშვილისა და ოტია იოსელიანის შესახებ ისტორიას სოციალური ქსელის მომხმარებელი იხსენებს.

"ერთხელ გურამ დოჩანაშვილი ეწვია ოტია იოსელიანს გვიშტიბში. სხედან თურმე, საუბრობენ. უცებ ოტია წამოდგა. ეზოში გავიდა. იქვე მიყუდებულ ნაჯახს ხელი წამოავლო და დაიქადნა: ერთი მეზობელი მყავს, საშინლად იქცევა, რა არ ვუთხარი, რანაირად არ ვეხვეწე, მაინც არ იშლის უწესობას. ახლა მივადგები და ამ ნაჯახით გავუსწორდებიო, – თქვა ეს და ეზოს ბოლოსკენ გაემართა. მისდევს უკან შეშფოთებული დოჩანაშვილი. იცის მისი უცნაური ხასიათის ამბავი, ეშინია, ცოდვა არ დაატრიალოს. ვის აღარ აფიცებს – შვილებს, შვილიშვილებს, რომ გადაათქმევინოს განზრახული. სთხოვს, მე მაპატიეო მისი ავკაცობა. არაფერმა გაჭრა და მიდიან ხეივანში ასე, ჯაჯგურით. 

ბოლოს ღობის ძირას მოყელყელავე ალუბალს მიადგნენ. მოუღერა ოტიამ ხეს ნაჯახი და ეუბნება: დღეს ამ პატიოსან კაცს უმადლოდე შენს გადარჩენას, მაგრამ იცოდე, გაისადაც თუ არ მოისხამ, ვერაფერი გიშველისო",- წერს ინტერნეტ მომხმარებელი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ქართველი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში დღეს გაიმართება.

 ქართველი მწერალი 82 წლის ასაკში, 3 აპრილს გარდაიცვალა.

ის გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე "ნიუ ჰოსპიტალში" გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო მკურნალობდა.

ცნობილი ქართველი მწერალი ოტია იოსელიანი კი 81 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 2011 წლის 14 ივლის გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system