თავში

Amazon კურიერებს რობოტებით ჩაანაცვლებს

Amazon კურიერებს რობოტებით ჩაანაცვლებს
Amazon კურიერებს რობოტებით ჩაანაცვლებს

კომპანია Amazon მიტანის სერვისში ადამიანების რობოტებით ჩანაცვლებას გეგმავს. 

ბოლო ათი წლის განმავლობაში, Amazon პროდუქტების საწყობებიდან კლიენტამდე მიტანის სისტემის გაუმჯობესებას ახალი ტექნოლოგიების დანერგვის საშუალებით ცდილობს.

რობოტი "კურიერები" ამანათს საწყობიდან დანიშნულების ადგილამდე მიიტანენ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დიდ მანძილზე მათ გადაადგილებას სატვირთო ავტომობილი უზრუნვეყოფს, ხოლო მცირე დისტანციაზე კი თავად იმოძრავებენ. 

ასევე, აღსანიშნავია, რომ ეს არ გულისხმობს ადამიანების სრულად რობოტებით ჩანაცვლებას, ვინაიდან რობოტი "კურიერები" სწორედ ადამიანების მიერ იქნება მართული.

ცნობილი ჯერ არაა Amazon მართლა გამოიყენებს თუ არა ამ ახალ სისტემას. პრაქტიკაში სისტემის პროდუქტიულობის გასაზრდელად, შეიძლება მცირე ცვლილებები შეიტანონ პროექტში. კერძოდ, განიხილება დრონების გამოყენებაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system