თავში

Amazon-მა აპლიკაცია Wickr შეისყიდა

Amazon-მა აპლიკაცია Wickr შეისყიდა
Amazon-მა აპლიკაცია  Wickr შეისყიდა

კომპანია Amazon-მა დაშიფრული შეტყობინებების გაგზავნის აპლიკაცია Wickr შეისყიდა, რომელიც  ამავე სახელწოდების ამერიკული კომპანიის მიერ 2012 წელს შეიქმნა.

Wickr არის მესენჯერი, რომელიც დაშიფრული კომუნიკაციის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული,  WhatsApp-ისა  და Signal-ის მსგავსად.

Amazon-მა აღნიშნა, რომ უსაფრთხო კომუნიკაციების საჭიროება იზრდება, განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიის პერიოდში.

”ბიზნესი და სამთავრობო სააგენტოები სულ უფრო მეტად ცდილობენ დაიცვან საკუთარი კომუნიკაციები”, - განაცხადა სტივენ შმიდტმა, Amazon-ის ინფორმაციის უსაფრთხოების მთავარმა ოფიცერმა.

Wickr-ის აპლიკაციას იყენებენ როგორც სამთავრობო კომპანიები, ასევე კორპორაციული სექტორი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system