თავში

ამაზონის ტყის გადასარჩენად ბერამ 1,1 მილიონი დოლარი გადარიცხა - VIDEO

ამაზონის ტყის გადასარჩენად ბერამ 1,1 მილიონი დოლარი გადარიცხა - VIDEO
ამაზონის ტყის გადასარჩენად ბერამ 1,1 მილიონი დოლარი გადარიცხა - VIDEO

ამაზონის ტყის გადარჩენის ფონდში ბერა ივანიშვილმა 1,1 მილიონი დოლარი გადარიცხა. როგორც „ფეისბუქზე" გავრცელებულ ვიდეო -მიმართვაში ბერა ივანიშვილი აღნიშნავს, ამაზონის ტყის გადარჩენა უმნიშვნელოვანესია, რადგან ის წარმოადგენს მსოფლიოს ფილტვებს.

“ამაზონის ტყე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იწვოდა. ცეცხლი ანადგურებს ჩვენი პლანეტის ფილტვებს, ჩვენს ცხოვრებასა და ჩვენი შვილების მომავალს. ესაა მოწოდება მოქმედებისკენ. დღეს მსურს, დავეხმარო ჩემს ბრაზილიელ მეგობრებს, ვინც ჩვენსა და ამ კატასტროფას შორის დგანან. იმის მიუხედავად, რომ ათასობით მილის მოშორებით ვცხოვრობ, ჩემმა ბრაზილიელმა ფანებმა ისეთი მიმიღეს, როგორიც ვარ, მეპყრობოდნენ უზადო სიყვარულითა და პატივისცემით, ოჯახის წევრივით. მსგავსი სიყვარულის სულისკვეთებით, მსურს დავეხმარო მათ, რამდენადაც შემიძლია. ფრთხილი ფიქრის შემდეგ, ვიპოვე ორგანიზაცია, რომელსაც მჯერა, შეუძლია ცვლილებების გამოწვევა და შემიძლია ვენდო. მას ჰქვია ISA. გადავწყვიტე, მათ გადავურიცხო 1.1 მილიონი დოლარი. ამაში შედის ჩემი მძიმე შრომით გამომუშავებული დანაზოგები და ჩემი ოჯახის წვლილიც. მოგიწოდებთ ყველას, მიიღოთ მონაწილეობა და იმოქმედოთ. ნებისმიერი კონტრიბუცია, მიუხედავად რაოდენობისა, აზრიანი და მნიშვნელოვანია. ერთად შეგვიძლია შეცვლა. გმადლობთ და ღმერთმა დაგლოცოთ,"-აცხადებს ბერა ივანიშვილი. 

ამაზონის ტყეში ხანძარი აგვისტოში გაჩნდა. ცეცხლმა1,8 მილიონი ჰექტარი ტყე გაანადგურა. ამაზონის ტყე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდია, 3 მილიონამდე ცხოველისა და მცენარის სახეობას უყრის თავს. შესაბამისად, ის დედამიწის ბიომრავალფეროვნების 10%-ის თავშესაფარია. ასევე, ამაზონში მილიონამდე ადგილობრივი მცხოვრებია. გლობალური დათბობის რეგულირებისთვის ამ ტყეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მსოფლიო ეკოსისტემაში. მაგალითად, ამაზონის ტყე წლიურად მილიონამდე ნახშიროჟანგს შთანთქავს და ატმოსფეროში მსოფლიოში არსებული ჟანგბადის 20%-ს გამოყოფს. ამაზონის ტროპიკული ტყის ფართობი 7 მლნ კვ კმ-ა და ცხრა ქვეყნის ტერიტორიას მოიცავს. უდიდესი ნაწილი კი - 60%, ბრაზიალიაშია. შესაბამისად, ამაზონის ტყე პლანეტის ტროპიკული ტყეების თითქმის ნახევარს და დედამიწაზე მცხოვრები ფლორისა და ფაუნის სახეობების უდიდეს კოლექციას მოიცავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system