თავში

ამერიკელმა ქალმა თმის სამაგრი სახლში გაცვალა

ამერიკელმა ქალმა თმის სამაგრი სახლში გაცვალა
ამერიკელმა ქალმა თმის სამაგრი სახლში გაცვალა

მიზნისკენ სწრაფვა რომ ცხოვრებაში უმთავრესია ამერიკელმა ქალმა, დემი სკიპერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა. გამოცემა Interesting Engineering-ის ცნობით, ლოქდაუნის პერიოდში, ამერიკელ დიასახლისს გენიალური იდეა გაუჩნდა - მან გადაწყვიტა, თმის სამაგრი სხვადასხვა ნივთებში გადაეცვალა მანამ, სანამ სანაცვლოდ სახლს არ მიიღებდა.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მაისის თვეში, ერთ ჩვეულებრივ საღამოს თვითიზოლაციაში მყოფმა დემი სკიპერმა TED Talk-ის პოდკასტს მოუსმინა. სპიკერი კაილ მაკდონალდი გაცვლის ხელოვნებაზე საუბრობდა და აუდიტორიას არწმუნებდა, რომ ქაღალდის სამაგრის სანაცვლოდ სახლის მიღება რეალობასთან არცთუ ისე შორს იყო. კაილ მაკდონალდი აცხადებდა, რომ წელიწადში ერთხელ, ქაღალდის სამაგრს სახლში ცვლიდა. 

ამ ისტორიამ დემი სკიპერიც შთააგონა და დიასახლისმა გადაწყვიტა, თმის სამაგრის მეშვეობით კერძო სახლი მოეპოვებინა. 

მან თმის სამაგრი საყურეში გადაცვალა, საყურე - ჭიქების ნაკრებში, ჭიქები - მტვერსასრუტში, მტვერსასრუტი - Peloton-ის ტრენაჟორში, ტრენაჟორი - Xbox-ის კონსოლერში და ასე მანამ, სანამ ბოლო გარიგება არ შედგა და ტრაილერის სანაცვლოს სახლი არ მიიღო. 

დემი სკიპერმა ჯამში გაცვლის 28 გარიგება განახორციელა. ახლა მას ტენესის შტატში, ნეშვილის მახლობლად, მყუდრო ეზოიანი სახლი აქვს.

"ბევრი მეუბნებოდა, რომ ამას ვერ შევძლებდი, მაგრამ მზად ვიყავი მიზნის მისაღწევად წლებიც კი დამეხარჯა. ახლა, ყოველ დილით, გაღვიძებისას ჩემს თავს ვეკითხები "ნუთუ ეს რეალურია?", - განაცხადა სკიპერმა გამოცემა The Guardian-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system