თავში

ამერიკელმა მეცნიერებმა დედამიწისკენ მიმართული ენერგიის ემისიები დააფიქსირეს - VIDEO

​ამერიკელმა მეცნიერებმა დედამიწისკენ მიმართული ენერგიის ემისიები
ამერიკელმა მეცნიერებმა დედამიწისკენ მიმართული ენერგიის ემისიები დააფიქსირეს  - VIDEO

სანამ ამერიკელი ასტრონავტები სკს-ზე (საერთაშორისო კოსმოსური სადგური) მუშაობის თავისებურებებს ეუფლებიან, სხვა ქვეყნის მეცნიერები კოსმოსზე დაკვირვებას ჩანდრას რენტგენული გამოსხივების ობსერვატორიიდან აგრძელებენ და კაცობრიობისათვის ახალ ფაქტებს შეისწავლიან.

აღმოაჩინეს, რომ ვარსკვლავური მასის შავი ხვრელები მატერიას ასხივებს, რომელიც დიდი ენერგიით ხასიათდება და სინათლის სიჩქარეს 60% -მდე ავითარებს“, - იუწყება ჩანდრას პრესსამსახური.

დაკვირვებები გვიჩვენებს, რომ ამგვარი ემისიების მთლიანი შიდა ენერგია მინიმუმ 10 ათასჯერ მეტია, ვიდრე ამაზე რადიოტალღების დიაპაზონზე დაკვირვება მიუთითებს. თუ ამოფრქვევის დროს, ეს ენერგია ელექტრომაგნიტური ტალღების სხვა ტიპებად არ გადაიქცევა, მაშინ მათი უმეტესობა შავი ხვრელის „გამოფრქვევის“ ვარსკვლავთშორის გარემოსთან ურთიერთკავშირის შედეგად მოგვიანებით გამოიყოფა”,- წერენ მეცნიერები.

მეცნიერები შავი ხვრელის ორ კატეგორიას განასხვავებენ, რომლებიც ერთმანეთისაგან მასით გამოირჩევა. ზემასიური შავი ხვრელები გალაქტიკების ცენტრებშია განლაგებული, ისინი მზესთან შედარებით მილიონჯერ ან მილიარდჯერ უფრო მძიმეა. მეორე ტიპს მიეკუთვნება, ე.წ. ვარსკვლავური მასის შავი ხვრელები, ისინი დიდი მნათობების გრავიტაციული კოლაფსის შედეგად წარმოიქმნება.

დედამიწიდან მცირე მანძილზეც კი, ამ ობიექტების შემჩნევა ძალიან რთულია, რადგან ისინი თითქმის არაფერს ასხივებენ და ზემასიური შავი ხვრელებისგან განსხვავებით, შორეულ ვარსკვლავებს არ იზიდავენ. ამიტომ, ასტრონომები ვარსკვლავური მასის შავი ხვრელების არსებობას მხოლოდ იმ შემთხვევაში აფიქსირებენ, თუ მათ გვერდით, სულ მცირე ერთი ვარსკვლავი მაინც იმყოფება, რომლის მატერიასაც ისინი მუდმივად "იპარავენ". რის შედეგადაც, სინათლის ციმციმები ჩნდება, რის მიხედვითაც მეცნიერები ასეთ ობიექტებს ადგენენ.

შავი ხვრელი გველისმჭერის თანავარსკვლავედში, დედამიწიდან დაახლოებით 10 ათასი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ის მზეზე ათჯერ უფრო მძიმეა. MAXI J1820 + 070-ის გარშემო ვარსკვლავი ბრუნავს, რომლის მატერია შავ ხვრელში შეუფერხებლად მიედინება. მისი არსებობის შესახებ მეცნიერებმა 2018 წლის ნოემბერში შეიტყვეს, როდესაც რამდენიმე ოპტიკურმა ტელესკოპმა ცის ამ ნაწილში ციმციმი დააფიქსირა.

რადიოტალღების დიაპაზონზე შემდგომმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ეს შავი ხვრელი იწყებდა ჯეტების (პლაზმის ვიწრო სხივები) გამომუშავებას, რომელიც თითქმის სინათლის სიჩქარემდე იყო აჩქარებული და კელვინის მილიონობით ტემპერატურამდე გაცხელებული. ამან მეცნიერები იმ აზრამდე მიიყვანა, რომ ამ პროცესს, ჩანდრას რენტგენული ტელესკოპის დახმარებით, კვალდაკვალ მიჰყოლოდნენ.

დაახლოებით ექვსთვიანი დაკვირვების შემდეგ, ასტროფიზიკოსებმა ჯეტების დაბადებისთვის თვალყურის მიდევნება და ვარსკვლავთშორის სივრცეში მათი გადაადგილების გადაღება შეძლეს. ჩანაწერებმა აჩვენა, რომ MAXI J1820 + 070-ის ემისია დედამიწისკენ შუქის სიჩქარეზე 1,6 ჯერ უფრო სწრაფად მოძრაობდა.

მეცნიერების განმარტებით - მატერია, რომლსაც შავი ხვრელი აფრქვევს, ისევე სწრაფად მოძრაობს, როგორც მის მიერ წარმოქმნილი ნათება. შედეგად, რენტგენული ტალღების ახალი ნაკადი ძველს მუდმივად უსწრებს, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჯეტი უფრო სწრაფად მოძრაობს, ვიდრე ამას ფარდობითობის თეორია და ფიზიკის სხვა კანონები უშვებს.

გარდა ამისა, ჯეტების მოძრაობაზე დაკვირვებებმა აჩვენა, რომ მის შიგნით შემონახული ენერგიის უმეტესი ნაწილი, არა შავი ხვრელის გამოფრქვევის პირველ მომენტებში გამოიყოფა, არამედ მას შემდეგ, რაც იგი მატერიასთან ურთიერთქმედების შედეგად, ვარსკვლავთშორისი გარემოში გამოდის. ამიტომ, როგორც მცირე და ისე ზემასიური შავი ხვრელებიდან დაშორებისას, ჯეტების მოძრაობის სიჩქარე მცირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system