თავში

ამირან გამყრელიძე: ერთი წელი გარკვეული რეგულაციებით ცხოვრება მოგვიწევს

ამირან გამყრელიძე: ერთი წელი გარკვეული რეგულაციებით ცხოვრება მოგვიწევს
ამირან გამყრელიძე: ერთი წელი გარკვეული რეგულაციებით ცხოვრება მოგვიწევს

"მგონია, რომ ვირუსი დაახლოებით ერთ წელიწადში დაამთავრებს თავის ბიოლოგიურ ციკლს და ის იქცევა ალბათ, როგორც სეზონურ ვირუსად", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

შესაძლოა ვაქცინაცია მხოლოდ სექზონურად დასჭირდეს მოსახლეობის ნაწილს. 

"თუ წელს მოსახლეობის 60-70% აიცრა, დიდი ალბათობით, ჩვენ ჩვეულებრივ ცხოვრებას თანდათან უნდა დავუბრუნდეთ. აუცილებელია ის ღონისძიებები, რომლებიც დღეს ტარდება, როგორიც არის პირბადის ტარება, დისტანციის და ამ ჰიგიენური პირობების დაცვა. უკვე ჩვენთან 75%-ზე ავიდა პირბადის ტარება და 95%-ზე თუ ავიყვანეთ, მხოლოდ ამით ჩვენ ახლა პროგნოზირება, რომ კეთდება ერთ-ერთ დიდ ინსტიტუტთან ერთად, მაისისთვის ჩამოვალთ, რომ დღეში გვექნება 7-დან 30-40 შემთხვევამდე, გარკვეულ მცირე შეზღუდვებთან ერთად. ვფიქრობ, რომ ვაქცინა სერიოზულ გარღვევას შეიტანს და ალბათ, ამ წლის შუაში პირდაპირმოქმედი წამალიც იქნება. ერთი წელი ჩვენ მოგვიწევს კვლავ გარკვეული რეგულაციებით - ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ შეკრებებზე, დიდ ღონისძიებებზე”, - განაცხადა გამყრელიძემ "პალიტრანიუსთან" ინტერვიუში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system