თავში

"ოსკარის“ ნომინანტთა სია ცნობილია

"ოსკარის“ ნომინანტთა სია ცნობილია
ოსკარის“ ნომინანტთა სია ცნობილია

კინოსტუდიებმა "ოსკარზე" საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიაში ნომინანტთა ვინაობა დაასახელეს.

"კაცის საუკეთესო როლის შემსრულებლის" კატეგორიაში სტუდია Sony-მ წარადგინა ლეონარდო დიკაპრიო კვენტინ ტარანტინოს ფილმში "ერთხელ ჰოლივუდში" შესრულებული როლისთვის. ბრედ პიტი ამავე ფილმიდან მეორეხარისხოვანი როლის კატეგორიაში შეიძლება დასახელდეს. ასევე ამ კატეგორიებში Sony მოიაზრებს მეთიუ რაისს და ტომ ჰენკსს ფილმიდან "A Beautiful Day in the Neighborhood".

სტრიმინგ სერვისმა Netflix-მა კანდიდატებად "ორ პაპში" შესრულებული როლებისთვის ჯონათან პრაისი და ენტონი ჰოპკინსი წარადგინა.

კინოსტუდია A24-მა რობერტ პატინსონის და უილიამ დეფოს კანდიდატურები წარადგინა, ისინი აირჩიეს ფილმ "The Lighthouse"-ში შესრულებული როლებისთვის.

თავად "ოსკარის" ორგანიზატორებს კანდიდატების ოფიციალური სია ჯერ არ გამოუვლენიათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system