თავში

არ არსებობს მტკიცებულება, რომ "ომიკრონი" "დელტაზე" მსუბუქია - კვლევა

არ არსებობს მტკიცებულება, რომ "ომიკრონი" "დელტაზე" მსუბუქია - კვლევა
არ არსებობს მტკიცებულება, რომ ომიკრონი დელტაზე მსუბუქია - კვლევა

ამჟამად არ არსებობს საიმისო მტკიცებულება, რომ კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, ვიდრე "დელტა", - Report.ge-ს ცნობით, შესაბამისი კვლევა ბრიტანულ გამოცემა The Independent-ში გამოქვეყნდა.

გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული კვლევის თანახმად, "ომიკრონ" შტამი ხელახალი ინფიცირების რისკს "დელტასთან" შედარებით 5,4-ჯერ ზრდის. 

"ეს შტამი სერიოზულ, გარდაუვალ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას", - აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ნილ ფერგიუსონი.

თუმცა, ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენად მძიმე შეიძლება აღმოჩნდეს ამ ვარიანტით გამოწვეული დაავადება. სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული კვლევები მიუთითებდა, რომ "ომიკრონს" "დელტასთან" შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებდა, თუმცა გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული კვლევების თანახმად, ჯერ საამისო მტკიცებულებები არ არსებობს.

"ამ ეტაპზე არ გვაქვს მტკიცებულება, რომ "ომიკრონი" "დელტასგან" სიმძიმით განსხვავდება", - ნათქვამია  ანგარიშში.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ 2 შემთხვევა დადასტურდა.

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის ახალი კვლევა ადასტურებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" სასუნთქ გზებში 70-ჯერ უფრო სწრაფად ვითარდება, რაც კორონავირუსის ამ ვარიანტს ბევრად უფრო გადამდებს ხდის, ვიდრე "დელტაა".

ჩინეთში ჩატარებული უახლესი კვლევების თანახმად, Sinovac-ის ვაქცინა კორონავირუსის "ომიკრონ" შტამის წინააღმდეგ საკმარის ანტისხეულებს არ გამოიმუშავებს.

უახლესი კვლევების თანახმად, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის ორი დოზა კორონავირუსის "ომიკრონ" შტამით ინფიცირების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის რისკს 70%-ით ამცირებს.

რაც შეეხება ბუსტერულ დოზას,Report.ge წერდა, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის სამი დოზა კორონავირუსის ახალ შტამს "ომიკრონს" ანეიტრალებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 თავდაპირველად აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system