თავში

არის თუ არა საშიში ხელოვნური ინტელექტი ადამიანისთვის?

​არის თუ არა საშიში ხელოვნური ინტელექტი ადამიანისთვის?
არის თუ არა საშიში ხელოვნური ინტელექტი ადამიანისთვის?

მეცნიერების 82%-ის მოსაზრებით, ჩვეულებრივი ხელოვნური ინტელექტი ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს თუ ჩვენ მას სწორი მიზნებითვის გამოვიყენებთ და ის ბოროტმოქმედებს არ ჩაუვარდებათ ხელში. ინფორმაციას Science Alert ავრცელებს. 

დღეისათვის ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. მაგალითად: ვებ-ბრაუზერები იყენებენ სპეციალურ ალგორითმებს, რომლის მეშვეობითაც ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების ისტორიის საფუძველზე ის ჩვენ ჩვენთვის საინტერესო მასალებს გვთავაზობს. ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიებში, რომლებიც ელექტრონული ინფორმაციის მიმღები და მომწოდებელია. თუმცა, ბევრი ცნობილი მეცნიერის, მათ შორის ფიზიკოსის სტივენ ჰოკინგის აზრით, მომავალში ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა კაცობრიობას სერიოზული საფრთხეც შეუქმნას.

ხელოვნური ინტელექტი, რომელიც დღეს გამოიყენება, ეგრეთ წოდებული ,,ვიწრო სპექტრის მქონე’’ სისტემაა. ის ფართოდ გამოიყენება პიროვნებების ამოსაცნობად, უპილოტო აპარატების მართვისას, ან თუნდაც ინტერნეტ-რეკომენდაციების გასაცემად. ისინი მხოლოდ წინასწარ მიცემულ დავალებებს ასრულებენ.

თუმცა, სინამდვილეში ხელოვნური ინტელექტი ბევრ დავალებას ადამიანზე უკეთ ასრულებს. მაგალითად Deep Blue იყო პირველი ციფრული მოწყობილობა, რომელმაც 1997 წელს ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს მოუგო.

არსებობს ასევე ,,ფართო სპექტრის მქონე’’ ხელოვნური ინტელექტებიც, რომლებიც ადამიანის გონების იმიტაციას ახდენენ. მათ აზროვნების უნარიც გააჩნიათ და გარკვეული საკითხების გადაჭრაც შუძლიათ . ასეთი რობოტების შექმნა ჯერ ჯერობით მხოლოდ საწყის ეტაპზეა.

ზოგიერთი მეცნიერი სწორედ ასეთი ,,ფართო სპექტრის აზროვნების მქონე’’ ძლიერი ხელოვნური ინტელექტის შექმნაში ხედავს საფრთხეს.

კონკრეტულად რა საფრთხეები შეიძლება შექმნას ხელოვნურმა ინტელექტმა:

ძლიერი ხელოვნური ინტელექტი არა მხოლოდ ბრძანებებს ემორჩილება, ის სწავლობს გამოცდილებისა და ცოდნის საფუძველზე.

ექსპერტთა უმეტესობა შიშობს, რომ ხელოვნური ინტელექტი არასწორი ადამიანების ხელში შეიძლება გახდეს საფრთხის შემცველი.

ხელოვნური იტელექტი, რომელსაც თანამედროვე სამყარო იყენებს, ძალიან სასარგებლოა კაცობრიობისთვის. ხოლო მისი ბოროტად გამოყენების შემთხვევაში ის, შესაძლოა სერიოზულ საფრთხედ იქცეს, თუმცა მეცნიერების უმეტესობა ფიქრობს, რომ ეს საფრთხე მომაკვდინებელი არ იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system