თავში

არქეოლოგებმა 41 500 წლის წინანდელი გულსაკიდი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა 41 500 წლის წინანდელი გულსაკიდი აღმოაჩინეს
არქეოლოგებმა 41 500 წლის წინანდელი გულსაკიდი აღმოაჩინეს

გერმანელი, იტალიელი და პოლონელი არქეოლოგების ჯგუფმა სამხრეთ პოლონეთში, სტეინიას გამოქვაბულში ევრაზიის უძველესი სამკაული აღმოაჩინეს. ამის შესახებ გამოცემა Eurekalert წერს.

გამოცემის ცნობით, სპილოს ძვლის გულსაკიდი 41500 წლის წინ არის დამზადებული.

3D მოდელირების გამოყენებით მეცნიერებმა გულსაკიდის  ვირტუალური რეკონსტრუქცია გააკეთეს. არქეოლოგების ახალი აღმოჩენა მიუთითებს იმაზე, რომ 415 საუკუნის წინ ადამიანები სამკაულებს მამონტის ეშვებისგან ამზადებდნენ.

„ეს დეკორაცია ასახავს ჰომო საპიენსის დიდ კრეატიულობას და არაჩვეულებრივ უნარებს. ფირფიტის სისქე დაახლოებით 3,7 მილიმეტრია, რაც მისი შექმნის გასაოცარ სიზუსტეზე მეტყველებს“, - განაცხადა ერთ-ერთმა მეცნიერმა ვროცლავის უნივერსიტეტიდან, ვიოლეტა ნოვაცევსკამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system