თავში

არქიტექტორებმა "მფრინავი ტაქსის" დასაშვები პლატფორმის პროექტი შეიმუშავეს

არქიტექტორებმა "მფრინავი ტაქსის" დასაშვები
არქიტექტორებმა მფრინავი ტაქსის დასაშვები პლატფორმის პროექტი შეიმუშავეს

იტალიის არქიტექტურულმა ბიურომ Giancarlo Zema Design Group-მა (GZDG), ჩინური უპილოტო საჰაერო ხომალდების შემქმნელი კომპანიის, EHang- ის დაკვეთით, "მფრინავი ტაქსის" დასაშვები პლატფორმის პროექტი შეიმუშავა. პლატფორმების მშენებლობა ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში იგეგმება, სადაც მოგზაურები შეძელებენ ახალი ტიპის ტრანსპორტით კომფორტულად გადაადგილებას.

ჩინური კომპანია EHang ორ ადგილიანი საჰაერო ტაქსის მასობრივ წარმოებას უკვე წელს დაიწყებს, რისთვისაც საჭირო იქნება სპეციალური ინფრასტრუქტურის მოწყობა. მწარმოებელი იმედოვნებს, რომ ადრეულ ეტაპზე "მფრინავი ტაქსების" უბრალოდ გამოჩენა და მისი მოხერხებულობის საკუთარი თვალით დანახვა ხელს შეუწყობს ახალი სახის ტრანსპორტის პოპულარიზაციას.

GZDG-ის მიერ შემუშავებული პროექტი, გარეგუნულად აფრიკულ ბაობაბის ხეს ჰგავს. ზედა ნაწილში განთავსებულია მფრინავი ტაქსის დაშვების ადგილი ავტომატური დამუხტვის სისტემით. პლატფორმაზე განთავსებულია მოსაცდელი დარბაზე და კაფე.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system