თავში

არქტიკული ოკეანე სამჯერ სწრაფად თბება

არქტიკული ოკეანე სამჯერ სწრაფად თბება
არქტიკული ოკეანე  სამჯერ სწრაფად თბება

არქტიკულ ოკეანეში დათბობა მოსალოდნელზე რამდენიმე ათწლეულით ადრე დაიწყო და შესაძლოა, კლიმატის ცვლილების გამო კიდევ უფრო გაუარესდეს. ამას ადასტურებს ახალი კვლევის მონაცემები, რომელსაც ბრიტანული გამოცემა Independent აქვეყნებს.

მკვლევარების აზრით, არქტიკულმა ოკეანემ გასული საუკუნის დასაწყისში სწრაფი დათბობა ატლანტიფიკაციის გამო დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ ორი ოკეანის წყლები ერთმანეთს ერევა.

"მოულოდნელად, მე-20 საუკუნის დასაწყისში, ტემპერატურისა და მარილიანობის მნიშვნელოვანი ცვლილება დაფიქსირდა", - განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, ტესი ტომასომ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ არქტიკა თბება სამჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე მთლიანი პლანეტა. ეს იწვევს ყინულის დნობას პოლარულ რეგიონში, რაც თავის მხრივ ზრდის ზღვის გლობალურ დონეს და მსოფლიოს დაბლობებს დატბორვით ემუქრება.

ბოლო სამეცნიერო ექსპედიციებმა ასევე დაადგინეს, რომ ამ ცვლილებებმა შეიძლება რადიკალურად შეცვალოს არქტიკული ოკეანის საზღვაო ეკოლოგია.

შეგახსენებთ, რომ გლაზგოში კლიმატის საერთაშორისო სამიტის COP26 მონაწილეებმა ხელი მოაწერეს ახალ ხელშეკრულებას, რომლის მიზანია ატმოსფეროში სათბურის გაზების ემისიების მაქსიმალურად შემცირება 2030 წლისთვის და კლიმატის საშიში ცვლილების თავიდან აცილება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system