თავში

არქტიკული ყინულის დნობამ, შესაძლოა, პოლარული დათვების მოწამვლა გამოიწვიოს

არქტიკული ყინულის დნობამ, შესაძლოა, პოლარული დათვების მოწამვლა
არქტიკული ყინულის დნობამ, შესაძლოა, პოლარული დათვების მოწამვლა გამოიწვიოს

ლანკასტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა  ახალი საფრთხე გამოავლინეს, რომელიც არქტიკის მყინვარების დნობამ გამოიწვია. ყინულის დნობამ, შესაძლოა, პოლარული დათვების მოწამვლა გამოიწვიოს. მეცნიერთა თქმით, არქტიკაში გლობალური დათბობის გამო დიდი რაოდენობით ტოქსიკური ქიმიკატები გამოიყო, რომლებიც ცხოველების მომწამვლელი შეიძლება გახდეს. ამის შესახებ გამოცემა Popular Mechanics წერს.

PFAS არ ექვემდებარება ბუნებრივ დაშლას. მას შემდეგ, რაც ნაერთები ატმოსფეროში გათავისუფლდებიან, ისინი არქტიკულ ყინულში ინახებიან.

მეცნიერების ცნობით, PFAS პოლარული დათვების ჰორმონალურ სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს. ასევე, საფრთხის ქვეშ არიან არქტიკაში მცხოვრები ფრინველები. უფრო მეტიც, PFAs ასევე საშიშია ადამიანებისთვის. მაგალითად, მათ შეუძლიათ გამოიწვიონ სხვადასხვა დაავადებები, მათ შორის თირკმელებისა და სათესლე ჯირკვლების კიბო, ჰიპერტენზია, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება და სხვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system