თავში

აშშ-ში 3D ტექნოლოგიით პირველი დასახლება აშენდება

აშშ-ში 3D ტექნოლოგიით პირველი დასახლება აშენდება
აშშ-ში 3D ტექნოლოგიით პირველი დასახლება აშენდება

კალიფორნიაში, კოაჩელას დაბლობზე 3D პრინტერით დაბეჭდილი პირველი დასახლების აშენება იგეგმება.

ადგილზე 15 სახლი აშენდება, რომლებიც მთლიანად გამოიყენებს სუფთა ენერგიას და ეკოლოგიურად მეგობრული იქნება, ამასთან, სტანდარტული მშენებლობისგან განსხვავებით,  სახლების 3D ტექნოლოგიით "დაბეჭდვისას" გარემო ფაქტობრივად არ დანაგვიანდება.

სახლებს სამი საძინებელი და ორი სააბაზანო ექნება. მათ ეზოებში კი საცურაო აუზებიც დამონტაჟდება. პროექტის საწყისი ფასი $595,000-ია. მყიდველებს, სურვილისამებრ, საშუალება ექნებათ, დაამატონ ორი საძინებელი და საპირფარეშო, ეს კი ღირებულებას $255,000-ით გაზრდის. 

მას შემდეგ რაც მშენებლობა დაიწყება, 3D ტექნოლოგიის წყალობით მალევე დასრულდება. "ბეჭდვის" პრინციპი რაღაცით საბავშვო გასართობ LEGO-ს მოგვაგონებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system