თავში

აშშ-ში მოქალაქეების გადაადგილებას სმარტფონებით გააკონტროლებენ

აშშ-ში მოქალაქეების გადაადგილებას სმარტფონებით გააკონტროლებენ
აშშ-ში მოქალაქეების გადაადგილებას სმარტფონებით გააკონტროლებენ

აშშ-ს ხელისუფლება, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მოქალაქეების გადაადგილებას მათი სმარტფონების მეშვეობით აკონტროლებს. ამის შესახებ ინფორმაციას  Wall Street Journal ავრცელებს.

მოქალაქეების გადაადგილებას აშშ-ის 500-ზე მეტ ქალაქში დააკვირდებიან. აღნიშნული მონაცემები ფედერალური დეპარტამენტის პორტალზე შეინახება და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. გამოცემის ცნობით, ასეთი ფორმით ხელისუფლება ცდილობს წინასწარ განსაზღვროს Covid-19-ის შემდგომი გავრცელების სცენარი და მიიღოს შესაბამისი ზომები.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას მხოლოდ მოქალაქეების ადგილმდებარეობის შესახებ ექნება ინფორმაცია, ხოლო საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი უცნობი იქნება. 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის უახლესი მონაცემების თანახმად, შეერთებულ შტატებში COVID-19 ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 120 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რაოდენობა 2 229-ს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system