კალიფორნიის უნივერსიტეტისა და ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ინჟინრებმა ჭიის ფორმის მსგავსი რობოტი შექმნეს, რომელსაც მიწისქვეშ გადაადგილება შეუძლია. ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა Science წერს.
ახალი რობოტი ე.წ. "საცეცებით" გადაადგილდება.
ამ ეტაპზე, რობოტი მხოლოდ მშრალ ნიადაგსა და ქვიშაში გადაადგილდება. მას ასევე შეუძლია თავიდან აიცილოს დაბრკოლებები გვერდიდან ან ქვევიდან, "ჩაყვინთოს" ქვიშაში და გამოვიდეს მეორე მხრიდან.
ინჟინრები თვლიან, რომ რობოტი ძალიან მოსახერხებელი იქნება ნიადაგის ნიმუშების აღებისთვის, ასევე მიწისქვეშა მილებისა და კაბელების დასაყენებლად.