თავში

აშშ-ში შექმნეს საწრუპი, რომელიც სლოკინს აჩერებს

აშშ-ში შექმნეს საწრუპი, რომელიც სლოკინს აჩერებს
აშშ-ში შექმნეს საწრუპი, რომელიც სლოკინს აჩერებს

შეერთებულ შტატებში  შექმნეს სპეციალური საწრუპი, რომელიც  92% შემთხვევაში სლოკინს აჩერებს.  ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა JAMA Network Open წერს.

სლოკინის საწინააღმდეგო საწრუპი სან ანტონიოს ტეხასის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერებმა შეიმუშავეს და წარმატებით გამოსცადეს. საწრუპის მწარმოებელი კომპანია HiccAway-ია. 

კვლევებით დამტკიცდა, რომ კვლევაში მონაწილე 249 სუბიექტიდან, საწრუპის გამოყენების შემდეგ 92%-ს სლოკინი შეუჩერდა. 

სლოკინი არის დიაფრაგმის უნებლიე შეკუმშვა. დიაფრაგმა არის კუნთი, რომელიც გამოყოფს გულმკერდს მუცლისგან და მნიშვნელოვან როლს თამაშობს სუნთქვაში. ყოველ შეკუმშვას მოსდევს ხმოვანი იოგების უეცარი დახურვა, რის შედეგადაც ჩნდება სლოკინისთვის დამახასიათებელი ხმა.

HiccAway  ორი ხვრელისგან შედგება: დიდი ზედა და პატარა ქვედა - ამის გამო ადამიანს ძლიერი ჩასუნთქვა უწევს წრუპვის დროს. რაც  ვაგუსურ და ფრენგულ ნერვებს ასტიმულირებს. ეს ხელს უწყობს ზურგის ტვინის „გადატვირთვას“. სამეცნიერო ტერმინოლოგიაში ასეთ მოწყობილობებს FISST ეწოდება - ინსტრუმენტები იძულებითი ინჰალაციისა და გადაყლაპვისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system