თავში

აშშ-ში სიცოცხლის ხანგრძლივობა ორი წლით შემცირდა

აშშ-ში სიცოცხლის ხანგრძლივობა ორი წლით შემცირდა
აშშ-ში სიცოცხლის ხანგრძლივობა ორი წლით შემცირდა

შეერთებულ შტატებში სიცოცხლის ხანგრძლივობა 2020 წელს თითქმის ორი წლით შემცირდა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ გამოცემა ABC News წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს  ყველაზე დიდი წლიური კლებაა ბოლო 75 წლის განმავლობაში. ამავდროულად, შეერთებულ შტატებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა  ზედიზედ მესამე წელია მცირდება.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ფედერალური ცენტრის (CDC) ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 77 წლამდე შემცირდა, რაც 2019 წელთან შედარებით 1,8 წლით ნაკლებია. ამასთან,  მამაკაცებში ეს მაჩვენებელი 74,2-მდე დაეცა, ხოლო ქალებში - 79,9 წლამდე. 

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის შემცირების მთავარ მიზეზად კორონავირუსით გამოწვეული მაღალი სიკვდილიანობა სახელდება. შეერთებულ შტატებში COVID-19-ით 810 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. 

შედარებისთვის, იაპონიასა და ჰონგ-კონგში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 85 წელს აჭარბებს, შვეიცარიაში, იტალიასა და სინგაპურში - 84 წელს. ესპანელები და ავსტრალიელებიც თითქმის 84 წელს ცოცხლობენ. შვედებს, ისლანდიელებს, ისრაელელებს და ფრანგებს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 83 წელზე მეტი აქვთ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system