თავში

AstraZeneca "ომიკრონის" საწინააღმდეგო ვაქცინას შეიმუშავებს

AstraZeneca "ომიკრონის" საწინააღმდეგო ვაქცინას შეიმუშავებს
AstraZeneca ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინას შეიმუშავებს

ოქსფორდის უნივერსიტეტი და ანგლო-შვედური ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca კორონავირუსის "ომიკრონის" შტამის საწინააღმდეგო ვაქცინას შეიმუშავებენ. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ გამოცემა The Financial Times წერს.

„ჩვენს პარტნიორ AstraZeneca-სთან ერთად წინასწარი ნაბიჯები გადავდგით განახლებული ვაქცინის წარმოებისთვის“, - განაცხადა  ოქსფორდის კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელმა, სენდი დუგლასმა.

ოქსფორდის კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, ადენოვირუსზე დაფუძნებული ვაქცინები (მაგალითად, ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინები) შესაძლებელია ნებისმიერი ახალი შტამის საწინააღმდეგოდ იქნას გამოყენებული. 

საჭიროების შემთხვევაში, მკვლევარები ვაქცინის მოდიფიკაციის შემუშავებას 100 დღის განმავლობაში შეძლებენ.

უახლესი კვლევების თანახმად, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის ორი დოზა კორონავირუსის "ომიკრონ" შტამით ინფიცირების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის რისკს 70%-ით ამცირებს.

რაც შეეხება ბუსტერულ დოზას,Report.ge წერდა, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის სამი დოზა კორონავირუსის ახალ შტამს "ომიკრონს" ანეიტრალებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 თავდაპირველად აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system