თავში

აცრილებსა და აუცრელებში "ომიკრონის" სიმპტომები განსხვავებულია

აცრილებსა და აუცრელებში "ომიკრონის" სიმპტომები განსხვავებულია
აცრილებსა და აუცრელებში ომიკრონის სიმპტომები განსხვავებულია

ნიუ-იორკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ექიმმა, დოქტორმა კრეიგ სპენსერმა "ომიკრონ" შტამისათვის დამახასიათებელ სიმპტომებზე ისაუბრა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ მან Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირებულ პაციენტებზე დაკვირვებისას იგი საინტერესო დასკვნამდე მივიდა.

"თითოეულ პაციენტს, რომელმაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი მესამე დოზა მიიღო,  მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებოდა. ეს მოიცავდა ყელის ტკივილს, დაღლილობას და კუნთების ტკივილს.

მათ არ უჭირდათ სუნთქვა და არ აღენიშნებოდათ ქოშინი. 

პაციენტებს, რომლებმაც მიიღეს Pfizer-ის ან Moderna-ს  კოვიდ ვაქცინის ორი დოზა, ასევე მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებოდათ, თუმცა უფრო მეტი, ვიდრე სამჯერადად ვაქცინირებულებს", - აცხადებს ექიმი. მისი თქმით, ორი დოზით ვაქცინირებულებს უფრო ძლიერად გამოხატული დაღლილობა და ხველა ჰქონდათ.

მისი განმარტებით, Johnson & Johnson-ით ერთჯერად აცრილებში დაავადება კიდევ უფრო რთული ფორმით მიმდინარეობდა. ამ ჯგუფის პირებს რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა, დაღლილობა, სისუსტე, ქოშინი და ხველა აღენიშნებოდათ.

დოქტორი კრეიგ სპენსერი აღნიშნავს, რომ პაციენტები, რომელსაც  ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, ვაქცინირებულები არ იყვნენ. არავაქცინირებულ ადამიანებს აღენიშნებოდათ "ძლიერი ქოშინი" და "ჟანგბადის დონის დაქვეითება სიარულის დროს".

უჯრედული დიაგნოსტიკის კომპანია Insildex-ის მეცნიერმა, ექიმმა ბრიუს პატერსონმა განაცხადა, რომ "ომიკრონის" ყველა შემთხვევისთვის დამახასიათებელი სიმპტომია დაღლილობა. მისი თქმით, პაციენტები ასევე განიცდიან გემოს შეგრძნებისა და ყნოსვის დაკარგვას.

მისი განმარტებით "ომიკრონ" ვარიანტს ნაკლებად მძიმე სიმპტომები ახასიათებს, ვიდრე სხვა შტამებს. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 თავდაპირველად აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system