თავში

ავსტრალიაში 10 თვის ლეკვმა სახლი დაწვა - VIDEO

ავსტრალიაში 10 თვის ლეკვმა სახლი დაწვა - VIDEO
ავსტრალიაში 10 თვის ლეკვმა სახლი დაწვა - VIDEO

ავსტრალიის ქალაქ რინგვუდში ქალმა, სახელად დი, სოციალურ ქსელში ვიდეო ატვირთა, რომელმაც მომხმარებელთა დიდი მოწონება გამოიწვია.

ვიდეო სამეთვალყურეო კამერითაა გადაღებული და მასზე რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტია ასახული.

ჯენიფერს 10 თვის ფრანგული ბულდოგი არჩი ჰყავს, რომელსაც სახლში მარტო დარჩენა არ უყვარს. ერთ დღეს, როდესაც ქალი სამსახურში წავიდა, ძაღლმა ბარბექიუს მოწყობილობისთვის განკუთვნილი სანთებელა გამოათრია და თამაში დაიწყო. უეცრად სანთებელა ამოქმედდა და სახლს ცეცხლი მოედო.

ხანძარი 20 წუთის განმავლობაში მძვინვარებდა, სანამ ადგილზე მოსულმა მეხანძრეებმა ის არ ჩააქრეს. ზარალმა 60 ათასი ავსტრალიური დოლარი შეადგინა. ჯენიფერს ახლა კაპიტალური რემონტის გაკეთება მოუწევს.

სოციალურ ქსელში ქალი წერს, რომ ძაღლს არ უბრაზდება და ბედნიერია, რომ არჩი არ დაშავებულა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system