თავში

ავსტრალიაში 1306-ფეხიანი ქმნილება აღმოაჩინეს

ავსტრალიაში 1306-ფეხიანი ქმნილება აღმოაჩინეს
ავსტრალიაში 1306-ფეხიანი ქმნილება აღმოაჩინეს

დასავლეთ ავსტრალიაში მრავალფეხიანების ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელსაც 1306 კიდური აქვს. ამის შესახებ Report.ge სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

მეცნიერებმა ახალ სახეობას Eumillipes persephone უწოდეს. იგი 0,95 მმ სიგანისა და 95,7 მმ სიგრძისაა. მისი სხეული 330 სეგმენტისგან შედგება, თავზე კი საცეცები აქვს.

ახალი სახეობის მრავალფეხიანი მეცნიერებმა 60 მეტრის სიღრმეში იპოვეს, როდესაც წიაღისეულის მოპოვების მიზნით, საბურღ სამუშაოებს აწარმოებდნენ.

მანამდე აღმოჩენილ მრავალფეხიანებს შორის ყველაზე მეტი კიდური 750-ფეხიან ცენტიპედს ჰქონდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system