თავში

"ბალენსიაგამ" ახალი კოლექცია ვიდეო თამაშით წარადგინა

"ბალენსიაგამ" ახალი კოლექცია ვიდეო თამაშით წარადგინა

"ბალენსიაგამ" 6 დეკემბერს ახალი ონლაინ ვიდეო თამაში სახელწოდებით Afterworld: The Age of Tomorrow გამოუშვა. მოდის სახლმა და მისმა შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა დემნა გვასალიამ ამ ფორმით შემოდგომის ახალი კოლექცია წარადგინეს.  

თამაში ძალიან მარტივია. ის  ხუთი თავისგან, ე.წ. ხუთი ”ზონისგან” შედგება. მოთამაშე მოდელებისა და "ბალენსიაგას" ახალი კოლექციის გარშემო გადაადგილდება. 

პირველ ზონას ფუტურისტული მაღაზია წარმოადგენს, მეორე ზონა დაბინძურებული ქალაქია, მესამე - რეივ სივრცე, მეოთხე - ტყე, სადაც თეთრ კურდღელს უნდა გაყვეთ. ხოლო მეხუთე და საბოლოო ზონას მთა წარმოადგენს.  

თამაშში მოქმედება 2031 წელში ვითარდება.

რაც შეეხება თავად კოლექციას, მისი ნახვა ცალკე ლუქბუქშია შესაძლებელი, რომელსაც თამაშის დაწყებამდე დაათვალიერებთ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system