თავში

ბენქსის ფოტოგრაფმა და მენეჯერმა მისი სამუშაო პროცესის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა

ბენქსის ფოტოგრაფმა და მენეჯერმა მისი სამუშაო პროცესის
ბენქსის ფოტოგრაფმა და მენეჯერმა მისი სამუშაო პროცესის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა

ყველასათვის საინტერესო და მისტიკური ბრიტანელი მხატვრის, ბენქსის პირადმა ფოტოგრაფმა და მენეჯერმა, სტივ ლაზარედმა, რომელიც მასთან 11 წელია მუშაობს, მისი მეგობრისა და უფროსის მუშაობის ამსახველი კადრები გამოაქვეყნა. სახე, რა თქმა უნდა, ყველგან დაფარულია და მისი ვინაობა კვლავ ამოუცნობად რჩება. ლაზარედმა ბენქსის ნამუშევრებს წიგნი "Banksy Captured" მიუძღვნა. 250 გვერდიანი წიგნი 32$ ღირს, რომელიც ძალიან ბევრ, აქამდე უცნობ ფოტოს შეიცავს. 

„მე მასთან 11 შესანიშნავი წლის მანძილზე ვიმუშავე. ამ დროის მანძილზე ჩვენ ყველა არსებული წესი გავარღვიეთ. მე მძულს ხელოვნების სამყარო. ამ სფეროს ნაწილი მხოლოდ იმიტომ გავხდი, რომ ბენქსიმ ეს სფერო სრულიად უარყო და საერთოდ სხვა სამყარო ჩამოაყალიბა. ეს იყო ლაშქრობა და მე შემდეგი ლაშქრობებისთვისაც მზად ვარ“,- აცხადებს ლაზარედი.

სტივი ბრისტოლში, ბენქსის სამშობლოში გაიზარდა და ფოტოგრაფიაში 1980-იან წლებში ჩაერთო. თავდაპირველად მას ბრიტანეთის ქვეკულტურის გამოკვლევა აინტერესებდა. 1997 წელს მას Banksy- ისთვის ფოტოს გადაღების შანსი მიეცა. ამის შემდეგ კი იგი მხატვრის მძღოლი, ფოტოგრაფი და, მოგვიანებით, გალერიალისტიც კი გახდა.

წიგნის პირველი 50 მყიდველი Banksy "Di-Faced-Tenner-ს" მიიღებს. ეს ერთ-ერთი ყალბი ათფუნტიანი ბანკნოტაა, რომელზეც პრინცესა დაიანას სურათია გამოსახული. წლის დასაწყისში ის ბრიტანეთის მუზეუმში იყო გამოფენილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system