თავში

ბეზოსი ტურისტულ კოსმოსურ სადგურს აშენებს

ბეზოსი ტურისტულ კოსმოსურ სადგურს აშენებს
ბეზოსი ტურისტულ კოსმოსურ სადგურს აშენებს

ამერიკელი მილიარდერის, ჯეფ ბეზოს კუთვნილი კომპანია Blue Origin და Sierra Space საკუთარ კოსმოსურ სადგურს ააშენებენ. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle წერს.

გამოცემის ცნობით, ახალი კოსმოსური სადგური სხვა საკითხებთან ერთად, კომერციული მიზნებისთვისაც იქნება გამოყენებული.

Blue Origin-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სადგური, სახელად "ორბიტალური რიფი",  ექსპლუატაციაში 2025-2030 წლებში გაეშვება.

იგი მკვლევარებისთვის, ბიზნესმენებისა და უბრალოდ ტურისტებისათვის  მრავალფუნქციური ბიზნეს პარკი იქნება. 

ორბიტალური რიფი თითქმის ისეთივე დიდი იქნება, როგორც საერთაშორისო კოსმოსური სადგური და დაახლოებით 10 ადამიანს დაიტევს.  

Blue Origin საკუთარ კოსმოსურ სადგურზე მინიმუმ ერთი წელია მუშაობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system