თავში

ბეზოსმა ასტრონავტის წოდება მოიპოვა

ბეზოსმა ასტრონავტის წოდება მოიპოვა
ბეზოსმა ასტრონავტის წოდება მოიპოვა

შეერთებული შტატების ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) ასტრონავტის ტიტულის მოპოვების კრიტერიუმები შეცვალა. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას FAA ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, Blue Origin-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი და ბრიტანელი მილიარდერი, რიჩარდ ბრენსონი, რომლებმაც თავიანთი პირველი კოსმოსური ფრენები  2021 წელს განახორციელეს, ადმინისტრაციამ ასტრონავტებად აღიარა. 

ასტრონავტებად ასევე აღიარებულნი არიან ისინი, ვინც წელს მონაწილეობა მიიღო კოსმოსურ ტურისტულ მისიებში. 

გადაწყვეტილება NASA-ს ასტრონავტად აღიარების პირობებზე გავლენას არ მოახდენს, რადგან ისინი თავიანთ სამკერდე ნიშნებსა და ტიტულებს კოსმოსური სააგენტოსგან იღებენ.

ბრიტანელმა მილიარდერმა და Virgin Galactic-ის დამფუძნებელმა, რიჩარდ ბრენსონმა, 11 ივლისს, პირველი კოსმოსური ფრენა განახორციელა.

Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი კი კოსმოსში ივლისის ბოლოს გაფრინდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system