თავში

ბიძინა კულუმბეგოვი: ალბათ უფრო მეტი განმარტება იყო საჭირო

ბიძინა კულუმბეგოვი: ალბათ უფრო მეტი განმარტება იყო საჭირო
ბიძინა კულუმბეგოვი: ალბათ უფრო მეტი განმარტება იყო საჭირო

ბიძინა კულუმბეგოვმა სოციალური დისტანცირების შესახებ ისაუბრა. ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმის თქმით, მოსახლეობისთვის მეტი განმარტების მიწოდება იყო საჭირო, 

"სოციალური დისტანცირება არ ნიშნავს იმას, თუ რამდენ მეტრში ვდგავარ. სოციალური დისტანცირება გულისხმობს სოციალურ სივრცეში დისტანცირებას.

მთავარი გადაცემები სად ხდება?! ვიცით, რომ 50% ასიმპტომური და უსიმპტომო პაციენტი გადასდებს მეორეს. ეს დადგენილია ბევრი კვლევით. 

ასევე, მნიშნელოვანია სოციალური აქტივობები. ოჯახის შიგნით გადაცემაა ყველაზე მეტი, მეგობრებს შორის და სამსახურებში. სიგარეტის მოწევის დროს, ყავის დალევის დროს, ლანჩის დროს და ა.შ. ამიტომ, სოციალურ დისტანცირებაში არ იგულისხმება ორი მეტრით ფიზიკური დისტანცირება", - თქვა ბიძინა კულუმბეგოვმა BMG-სთან საუბრისას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system