თავში

ბიონსე საცხოვრებლის დაკარგვის რისკის ქვეშ მყოფებს $5 000-ით დაეხმარება

ბიონსე საცხოვრებლის დაკარგვის რისკის ქვეშ მყოფებს $5 000-ით დაეხმარება
ბიონსე საცხოვრებლის დაკარგვის რისკის ქვეშ მყოფებს $5 000-ით დაეხმარება

"ვლოცულობ ახალი დასაწყისისთვის", - ასე მიმართა ამერიკელმა სუპერვარსკვლავმა ბიონსემ გულშემატკივრებს სოციალური ქსელის საშუალებით და მათ ახალი წელი მიულოცა. 

"2020-მა წელმს დაგვაშორა და გაგვაერთიანა კიდეც. ჩვენს უმეტესობას არ ჰქონდა საშუალება თავისი საყვარელი ადამიანები ენახა. განვიცადეთ დიდი დანაკარგებიც, თუმცა გავერთიანდით, როგორც ადამიანები. ჩვენ ყველა ვლოცულობთ ახალი დასაწყისისთვის და ვოცნებობთ, გავხდეთ სიყვარულის ღირსები", - ნათქვამია ბიონსეს Instagram პოსტში. 

ამავდროულად მომღერლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ აშშ-ში ეკონომიკური კრიზისით დაზარალებულ ოჯახებს, ვინც საცხოვრებლის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას, ბიონსეს ფონდი $5 000-ით დაეხმარება. ფონდისთვის სულ $500 000-ია გამოყოფილი. 

"შეინარჩუნეთ რწმენა... გქონდეთ იმედი... ერთად ჩვენ ყველაფერს შევძლებთ", - ნათქვამია ბიონსეს განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system