თავში

ბოლო მონაცემები კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯანმრთელობის შესახებ

ბოლო მონაცემები კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯანმრთელობის შესახებ
ბოლო მონაცემები კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯანმრთელობის შესახებ

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 12 პაციენტი გადის მკურნალობას. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, მათგან ერთის შემთხვევაში ინფექცია რთულად მიმდინარეობს. 

"პაციენტის მდგომარეობა, რომელიც მძიმედ გამოხატული კლინიკური ნიშნებით შემოვიდა ჩვენთან, მძიმეა თუმცა სტაბილური. ცხელება ჯერ-ჯერობით გრძელდება. მასთან პნევმონიის ნიშნები არ შეინიშნებოდა, მაგრამ პირველივე დღიდან მისი მდგომარეობა შეფასებული იქნა როგორც ფილტვის ანთება და დაიწყო შესაბამისი მკურნალობა.  ცხელების დინამიკაში გახანგრძლივების გამო, ჩატარდა გულ-მკერდის კომპიუტერული კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ აქ არის პნევმონია. მდგომარეობა მართვას ექვემდებარება", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მარინა ეზუგბაიამ. 

სხვა შემთხვევებში პროცესი მსუბუქი გამოვლინებით ვითარდება.

მისივე ინფორმაციით, ცენტრში, დღევანდელი დილის მონაცემებით, 39 პაციენტია მოთავსებული. გუშინ ჩატარებულმა ტესტირებამ კიდევ ერთი შემთხვევა დაადასტურა. ხოლო, 23 პაციენტს ახალი კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდგინდა.

დღეს "ლუგარის" ლაბორატორიის თანამშრომლები თბილისი ინფექციურ საავადმყოფოში განთავსებულ კიდევ 9 პაციენტს ჩაუტარებენ ტესტირებას.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 13 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში 141 ადამიანი იმყოფება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system