თავში

ბრიტანეთის ყველაზე პუტკუნა კატა მკაცრ დიეტაზე დასვეს - PHOTO

ბრიტანეთის ყველაზე პუტკუნა კატა მკაცრ დიეტაზე დასვეს - PHOTO
ბრიტანეთის ყველაზე პუტკუნა კატა მკაცრ დიეტაზე დასვეს - PHOTO

4 წლის კატა სახელად პეისი ბრიტანეთის ყველაზე პუტკუნა კატის ტიტულს ატარებს. მისი წონა 9,5 კილოგრამია. ჭარბი წონის გამო, მას დამოუკიდებლად გასუფთავება არ შეუძლია და სპეციალისტების დახმარება სჭირდება. 

ვეტერინარების თქმით, პეისი ამ მდგომარეობამდე პატრონებმა მიიყვანეს, რომლებიც მას ზედმეტად აჭმევდნენ. როდესაც კატას პრობლემები შეექმნა და ის ვეღარც გადაადგილდებოდა, ცხოველი თავშესაფარში ჩააბარეს.

 

„ეს ყველაზე მსუქანი კატაა, რაც მე ოდესმე მინახავს, არადა Cats Protection-ში 13 წელია ვმუშაობ“, - აცხადებს ცენტრის თანამშრომელი ტანია მარში.

მისი თქმით, კატა მკაცრ დიეტაზე დასვეს. მას ფიზიკური აქტივობის სპეციალური პროგრამაც შეუდგინეს.

პეისიმ ახალი პატრონები უკვე იპოვა, რომლებიც მის ჯანმრთელობაზე იზრუნებენ. ვეტერინარების თქმით, დიეტისა და წონის უმნიშვნელო დაკლების მიუხედავად, ჯერ კიდევ არსებობს რისკი, რომ კატას დიაბეტი განუვითარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system