თავში

ბრიტანეთში 200 000 წლის მამონტის ნაშთები აღმოაჩინეს

ბრიტანეთში 200 000 წლის მამონტის ნაშთები აღმოაჩინეს
ბრიტანეთში 200 000 წლის მამონტის ნაშთები აღმოაჩინეს

დიდ ბრიტანეთში არქეოლოგებმა მამონტების სასაფლაო აღმოაჩინეს, რომელიც 200 000 წელზე მეტი ხნისაა. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა The Independent  წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამარხში ერთ ადგილას სამი პატარა მამონტისა და ორი ზრდასრულის ნაშთები იპოვეს. მამონტები ბოლო გამყინვარების პერიოდში დაიღუპნენ. 

მამონტის ნაშთებთან ერთად მკვლევარებმა ნეანდერტალელების მიერ დამზადებული ქვის იარაღებსაც მიაკვლიეს. მათ  შორის არის ნაჯახი და კაჟის პატარა საფხეკები, რომლებსაც თანამედროვე ადამიანების წინაპრები ცხოველების ახალი ტყავის გასაწმენდად იყენებდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system