თავში

ბრიტანეთში COVID-19-ის სამკურნალოდ ასპირინის გამოყენებას განიხილავენ

ბრიტანეთში COVID-19-ის სამკურნალოდ ასპირინის გამოყენებას განიხილავენ
ბრიტანეთში COVID-19-ის სამკურნალოდ ასპირინის გამოყენებას განიხილავენ

ბრიტანეთში მასშტაბური კვლევა იწყება, რომელშიც ათასობით კოvიდინფიცირებული მიიღებს მონაწილეობას. პაციენტების სამკურნალოდ ექიმები ასპირინს გამოიყენებენ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პრეპარატს სისხლის კოლტების ჩამოყალიბების რისკების შემცირება შეუძლია. 

ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულები სისხლის შედედების შედეგად ჩამოყალიბებული კოლტებით გამოწვეული გართულებების რისკის ქვეშ არიან.  ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ასპირინმა, შესაძლოა, თრომბის ჩამოყალიბების პრევენცია მოახდინოს. 

"ასპირინი ფართოდ გამოიყენება თრომბის თავიდან ასაცილებლად გულის შეტევისა და ინსულტის დროს. კვლევები ერთადერთი გზაა იმის შესაფასებლად, გამოდგება თუ არა პრეპარატი COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ", - განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარტინ ლენდრეიმ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system