თავში

ბრიტანეთში უნიკალური ჰუმანოიდი შექმნეს - VIDEO

ბრიტანეთში უნიკალური ჰუმანოიდი შექმნეს
ბრიტანეთში უნიკალური ჰუმანოიდი შექმნეს - VIDEO

ბრიტანულმა რობოტების მწარმოებელმა Engineered Arts-მა ახალი ჰუმანოიდი Ameca წარადგინა. ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა Hi-tech იუწყება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ჰუმანოიდს რეალისტური სახის ნაკვთები და მიმიკები აქვს. რობოტის შემქმნელი ინჟინრების განცხადებით, Ameca ადვილად გამოხატავს ისეთ ემოციებს, როგორებიცაა: გაოცება, აღტაცება, უკმაყოფილება და სხვა. მას სახეზე დამახასიათებელი მიმიკური ნაოჭებიც კი აქვს.

Engineered Arts-მა შესაძლოა Ameca საგამოფენო და  სატელევიზიო სამუშაოებისთვის გამოიყენოს.

Ameca-ს ხილვა მსურველებს CES 2022 Invention Show-ზე შეეძლებათ, რომელიც  2022 წლის იანვარში გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system